ჯანდაცვა
აპრილის ბოლოს ვაქცინაცია სამი დღით შეჩერდება
სააღდგომო არდადეგების პერიოდში, 30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით მოქალაქეების ვაქცინაცია შეჩერდება, ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს და ამასთანავე აცხადებს, რომ გუშინ ფფაიზერის მეორე დოზებზე დაწყებული რეგისტრაცია წარმატებით მიმდინარეობს.

"გარკვეული ტექნიკური შეზღუდვები დაკავშირებულია 30.04-3.05-ის პერიოდში ვაქცინაციის შეჩერებასთან, სააღდგომო არდადეგების გამო", - აცხადებენ NCDC-ში, -

"ყველა იმ პირისთვის, ვინც მიიღო პფაიზერის ვაქცინის პირველი დოზა, დარეზერვებულია ვაქცინის მეორე დოზა".

მოქალაქეებისთვის Pfizer-BioNtech ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია 16 აპრილს დაიწყო, ქვეყანაში ჯამურად 27 654 ადამიანია აცრილი.
| Print |