ჯანდაცვა
ვაქცინაციის წინასწარი რეგისტრაცია 57 000-მა პირმა გაიარა
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მსურველთა გასარკვევად შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე, დღეის მდგომარეობით, 57 000 მსურველია დარეგისტრირებული. მოქალაქეს სამი სახეობის ვაქცინის არჩევის შესაძლებლობა აქვს.

მონაცემების მიხედვით, დარეგისტრირებულ მოქალაქეთა უმრავლესობას - 54 524-ს „ფაიზერით“ ვაქცინაცია სურს.

„მოდერნას“ ვაქცინით აცრის სურვილი 26 118 ადამიანმა გამოთქვა. 10 937 მოქალაქეს „ასტრაზენეკას“ გაკეთება უნდა, 7 467 -მა კი „ჯონსონი და ჯონსონი“ აირჩია. რაც შეეხება „ნოვოვაქსით“ აცრას, მისი გაკეთების სურვილი 5 127-მა ადამიანმა გამოთქვა, 3 015 მოქალაქეს „სინოფარმით“ აცრა სურს, 680 -ს კი „სინოვაკით“.

როგორც პორტალზეა აღნიშნული, წინასწარი რეგისტრაციის მიზანია ინფორმაციის მიღება COVID19-ის ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ.
| Print |