ჯანდაცვა
შეგვიძლია, რომ კომენდანტის საათი გადავწიოთ ან საერთოდ გავაუქმოთ - დეპუტატის კითხვა მინისტრს
,,რამდენად ეფექტურად მუშაობს კომენდატის საათი და შეგვიძლია თუ არა, რომ გადავწიოთ ან საერთოდ გავაუქმოთ? გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა გადაადგილდება სამოქალაქო ტრანსპორტით და იმ დროს, როცა კომენდანტის საათი იწყება, მოსახლეობის უმრავლესობა ერთდროულად ხვდება სამოქალაქო ტრანსპორტში და იქმნება ძალიან დიდი მობილობა, რაც დაავადების ძალიან დიდ რისკს ქმნის" - ასე მიმართა პარლამენტში "ქართული ოცნების" დეპუტატმა, დავით კაჭარავამ, ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს.

რაზეც ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინა ტიკარაძემ კომენდანტის საათის გადაწევასთან ან მოხსნასთან დაკავშირებით, "ქართული ოცნების" დეპუტატის, დავით კაჭარავას კითხვას უპასუხა, რომ კომენდანტის საათის გადაწევა ან მოხსნა არ იგეგმება.

როგორც ტიკარაძემ განმარტა, საღამოს საათებში ტრანსპორტი გადატვირთულია, თუმცა კომენდანტის საათის კონკრეტული დრო გამოსავალი არ არის.

,,ამ ეტაპისთვის, კომენდანტის, თუნდაც ერთი საათით, წინ ან უკან გადაწევაზე საუბარი არ მიმდინარეობს, ვინაიდან, ადამიანის ქცევიდან გამომდინარე, გადაწევის შემთხვევაშიც მივიღებთ იმავე ეფექტს. აქედან გამომდინარე, კომენდანტის საათის კონკრეტული დრო არ არის გამოსავალი. მნიშვნელოვანია, რომ უფრო ქმედითი ნაბიჯი გადაიდგას ტრანსპორტის განტვირთვასთან დაკავშირებით"- თქვა ტიკარაძემ.
| Print |