ჯანდაცვა
მეგი ბაქრაძის საკითხზე განვახორციელებთ ყველა საჭირო გადაწყვეტილებას, მათ შორის კომპენსაციის თაობაზე - ეკა ტიკარაძე
გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის საქმე, მაღალმთიან სოფლებში შეღავათების დაწესება და ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა - ეს ის საკითხებია, რომლის შესახებ კითხვები ჯანდაცვის მინისტრს სამცხის დეპუტატმა დაუსვა. ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ რეგულირების სააგენტოს დასკვნის გაცნობის შემდეგ, ,,სამინისტრო განახორციელებს ყველა საჭირო გადაწყვეტილებას, მათ შორის კომპენსაციის თაობაზე. რაც შეეხება მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფლების მაცხოვრებელთა შეღავათების საკითხს, ბევრი დეტალი ფრაგმენტულია და მაისის ბოლოს დასრულებულ გეგმას გაგაცნობთ. გიდასტურებთ, რომ მაღალმთიან დასახლებაში სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობა კვლავ პრობლემად რჩება და საკითხის გადასაჭრელად სამინისტრო მუშაობს".

ანტონ ობოლაშვილის კითხვებს ეკატერინე ტიკარაძე "მინისტრის საათის" ფორმატში უპასუხა. ახალი თავმჯდომარის პირობებში ის პირველი მინისტრი იყო, რომელმაც "მინისტრის საათის" ფორმატით ისარგებლა და დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

მინისტრის მოხსენებას საპარლამენტო ოპოზიციდან - "მოქალაქეები", "ევროპელი სოციალისტები", "გირჩის" ნაწილი და უმრავლესობიდან სულ ახლახან ოპოზიციაში გადასული დეპუტატები ესწრებოდნენ. მათ უმრავლესობას განსაკუთებით ვაქცინაციის პროცესი აინტერესებდა, თუმცა, იყო სხვა კითხვებიც - მათ შორის, მედიკამენტებზე მომატებულ ფასებთან დაკავშირებით.
| Print |