ჯანდაცვა
იმუნიზაციის ოფიცრები კარდაკარ ივლიან და აცრაზე მსურველებს დაარეგისტრირებენ - პაატა იმნაძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის განცხადებით, იმ ადამიანებს, ვინც აცრაზე კომპიუტერით ვერ რეგისტრირდებიან, რეგისტრაცია ცხელ ხაზზე დარეკვითაც შეუძლიათ.

მისივე თქმით, მალე კარდაკარ “იმუნიზაციის ოფიცრები” ივლიან და მსურველებს დაარეგისტრირებენ.

,,112–ზე რომ დარეკავ, ცხელი ხაზი არეგისტრირებს ადამიანებს. უამრავი ადამიანი, ძირითადად მოხუცები, სამინისტროს ცხელ ხაზზე რეკავენ და ოპერატორები არეგისტრირებენ აცრებზე. ეს არის ერთი გზა. კიდევ ერთი გზა იქნება ახლა. სპეციალიზებული იმუნიზაციის ოფიცრები დავარქვით, იქნებიან ძირითადად ახალგაზრდები, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, რომელთა გადამზადება უკვე მიდის. პირდაპირ კარდაკარ ჩამოივლიან, ლეპტოპები ექნებათ და მსურველებს დაარეგისტრირებენ”,– თქვა პაატა იმნაძემ TV კავკასიის გადაცემა “ბარიერში”.
| Print |