ჯანდაცვა
საქართველოში "სინოვაკის" 100 000 დოზა ჩამოვიდა
ჩინური წარმოების ვაქცინა „სინოვაკის“ 100 000 დოზა უკვე საქართველოშია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავი გვიან ღამით დაეშვა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, „სინოვაკის“ გამოყენება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან ავტორიზაციის შემდეგ დაიწყება, თუმცა ამ პროცესის დაყოვნების შემთხვევაში, „სინოვაკის“ გამოყენების პირობებზე საბჭო კიდევ იმსჯელებს.

ცნობილია, რომ 6 მაისს ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 ათასზე მეტ დოზას ელოდებიან.
| Print |