ჯანდაცვა
სამცხე-ჯავახეთში ვაქცინაციისთვის 106 ადამიანი დარეგისტრირდა
დღევანდელი მონაცემებით სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მისაღებათ 4 მაისიდან 24 მაისის ჩათვლით, ასტრაზენეკასა და სინოფარმას ვაქცინის მისაღებად ჯამში booking.moh.gov.ge. მიხედვით 106 ადამიანი დარეგისტრირდა.

ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში სინოფორმის ვაქცინის მისაღებად 4 -დან 22 მაისის ჩათვლით 33 ადამიანი დარეგისტრირდა, ხოლო ამავე კლინიკაში ასტრაზენეკას ვაქცინაზე კი 4 მაისიდან 11 მაისის ჩათვლით 14 ადამიანია რეგისტრირებული.

ასპინძაში სინოფარმას ვაქცინის მისაღებად 5 მაისისთვის 6 პირია რეგისტრირებული.

ბორჯომის სამედიცინო ცენტრში კი 4-დან 24 მაისის ჩათვლით სინოფარმას ვაქცინის მისაღებად 59 მსურველი დარეგისტრირდა.

ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ფატი ხაბულიანი აცხადებს, რომ „სინოფარმის“ ვაქცინა სამცხე-ჯავახეთში 29 აპრილს შემოვიდა.

„შემოტანილი „სინოფარმის“ გუშინვე დარიგდა ყველა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, აქედან ახალციხეში 378 ვაქცინის დოზა შემოვიდა“ - აცხადებს ფატი ხაბულიანი.

ქვეყანაში ჩინური ვაქცინით ,, სინოფარმით’’ იმუნიზაცია 4 მაისიდან დაიწყება და ამ პროცესში ბორჯომის სამედიცინო ცენტრი - ჯეო ჰოსპიტალიც ჩაერთვება.

ცენტრის ამბულატორიული ხელმძღვანელმა თეა გოგალაძის განაცხადა, აცრის გაკეთება მსურველებს ადგილზე შეეძლებათ. ვაქცინაციიდან 45 წუთის განმავლობაში პაციენტი დაკვირვების ქვეშ იქნება. გართულების შემთხვევაში კი საჭირო დახმარებას აღმოუჩენენ.

„ბორჯომში ვაქცინაცია 4 მაისიდან ჩინური წარმოების ვაქცინით განახლდება. მოსახლეობას ვაქცინაცია კვირაში სამჯერ - ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს შეეძლება. რეგისტრაცია უკვე დაწყებულია, რაც შეეხება ვაქცინას მას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მომავალ კვირაში მოგვაწვდის, ზუსტი დოზა არ ვიცით. იმდენი ვაქცინა შემოვა, რამდენიც საჭირო იქნება“ - აცხადებს ბორჯომის სამედიცინო ცენტრის დირექტორი ირაკლი დიასამიძე.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ორ ეტაპიანია. მსურველებს აცრის გაკეთება 21-28 დღიანი შუალედით შეუძლიათ. რეგისტრაციის გავლა უკვე შესაძლებელია იმუნიზაციის პორტალზე booking.moh.gov.ge.

შეგახსენებთ, რომ AstraZeneca/Oxford-ის ვაქცინის 1 400 დოზა სამცხე-ჯავახეთში 14 მარტს შემოიტანეს. რეგიონში ვაქცინაცია 15 მარტს, კლინიკა "იმედში" დაიწყო, თუმცა 18 მარტს, როცა მეგი ბაქრაძეს ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა და გარდაიცვალა, პროცესი შეწყდა.

ახალციხის კლინიკა "იმედიდან" ვაქცინა რვა აპრილს გაიტანეს, რადგან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, სამედიცინო დაწესებულება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს გამოეთიშა. მოგვიანებით გადაწყდა, რომ მის ნაცვლად ვაქცინაცია რეფერალურ ჰოსპიტალში განხორციელდებოდა.

რეგიონში ვაქცინა სულ, 39 პირს აქვს გაკეთებული.

| Print |