ჯანდაცვა
ახალციხელი ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა
თითქმის, ორთვიანი მკურნალობის შემდეგ, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელი ნინო დობორჯგინიძე 19 ივნისს გარდაიცვალა. კორონავირუსით ინფიცირებული ქალი მკურნალობის კურსს თბილისში გადიოდა. ის დედაქალაქში კატასტროფის ჯგუფმა, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ გადაიყვანა.

კორონავირუსმა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის უკვე მეორე თანამშრომელი იმსხვერპლა. მანამდე ვირუსით ტარიელ ფუტკარაძე გარდაიცვალა. 

სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 58 გახდა.
| Print |