ჯანდაცვა
რამდენი ადამიანი აიცრა სამ თვეში ახალციხეში?
ახალციხეში, რეფერალურ ჰოსპიტალსა და კლინიკა „იმედში“, 20 ივნისის ჩათვლით, ვაქცინაცია 734 ადამიანს ჩაუტარდა. თუმცა, ვაქცინირებულთა შორის ადგილობრივი მოსახლეობა ნახევარზე ნაკლებია. ახალციხის მუნიციპალიტეტში 350 პირი სინოფარმით, 212 სინოვაკით, ხოლო 172 ასტრაზენეკათი აიცრა.

„ბევრია ჩამოსული, თბილისიდან და სხვადასხვა რეგიონებიდან რეგისტრირდებიან, ჩამოდიან და ჩვენთან იცრებიან. თუმცა ვაქცინაციის პროცესში ახალციხელებიც ჩაერთნენ“ - განმარტავენ ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.

საქართველოში მოსახლეობის იმუნიზაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო. ქვეყანაში ამ დრომდე ოთხი ვაქცინა იყო შემოტანილი – AstraZeneca, Sinovak, Sinopharm და Pfizer. ახალციხის კლინიკებში მხოლოდ AstraZeneca-ს, Sinovak-ის, Sinopharm-ის ვაქცინა იყო ხელმისაწვდომი.

რეგისტრაციისთვის საჭიროა გადახვიდეთ booking.moh.gov.ge-ზე.

| Print |