ჯანდაცვა
"ფაიზერის" 500 000 დოზა საქართველოშია
აშშ-ის მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული "ფაიზერის" ვაქცინა საქართველოშია.

თვითმფრინავი, რომლითაც ქვეყანაში "ფაიზერის" ვაქცინის 500 ათასი დოზა ჩამოიტანეს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გვიან ღამით დაეშვა.

ადგილზე იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი.

ამერიკის მთავრობის და უშუალოდ პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილებით, საქართველოს რამდენიმე ასეული ათასი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა საჩუქრად რამდენიმე კვირის წინ გადმოეცა.

"ფაიზერის" პირველი დოზით ვაქცინაციაზე რეგისტრაცია 24 ივლისს, 12 საათზე გაიხსნება.
| Print |