ჯანდაცვა
ქალს, რომელსაც ყირიმ-კონგო და კოვიდ19 დაუდასტურდა, პნევმონია და მაღალი სიცხე ჰქონდა - მკურნალი ექიმი
ახალციხელ ქალს, რომელსაც ტკიპას ნაკბენი აღენიშნებოდა, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება და კორონავირუსი ერთდროულად დაუდასტურდა, პნევმონია და მაღალი სიცხე აღენიშნებოდა - აცხადებს მარიამ კირთაძე.

პაციენტი თავდაპირველად ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, 22 ივლისს შეიყვანეს, კორონავირუსის დადასტურების შემდეგ კი კლინიკა" იმედში" მოთავსდა. მკურნალი ექიმის მარიამ კირთაძის თქმით, პაციენტთან გასაუბრების შემდეგ გაირკვა, რომ მას ტკიპას ნაკბენიც აწუხებდა. ,,გამოვიკვლიეთ და ყირიმ-კონგოს დადასტურების შემდეგ ინფექციურ საავადმყოფოში გავწერეთ" - აღნიშნავს მარიამ კირთაძე.

კლინიკა "იმედის" მენეჯერის გიორგი ბარძიმაძის თქმით, კლინიკაში შეყვანილი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო. 

2021 წელს, სამცხე-ჯავახეთში ყირიმ-კონგოს ინფიცირების 12 შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებულთა შორის ორი გარდაიცვალა, მათგან ერთი არასრულწლოვანი. 
| Print |