ჯანდაცვა
ნახევარზე მეტი თითქმის, მთელ საქართველოში არის დელტა - შტამი, სამცხე-ჯავახეთშიც ასეა - პაატა იმნაძე
ნახევარზე მეტი თითქმის, მთელ საქართველოში არის დელტა - შტამი, სამცხე-ჯავახეთშიც ასეა, თუმცა ყველაზე მეტი მაინც თბილისშია - განუცხადა ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ.

პაატა იმნაძის თქმით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის 18 შემთხვევაა დადასტურებული. 

,,ამიტომ უნდა ვიცრათ ყველა, რომ დავიცვათ ბავშვები, ჯერ ბავშვები არ იცრებიან, მაგრამ თუ ოჯახში ყველა აიცრება, მაშინ ბავშვებსაც დავიცავთ" - აღნიშნა ახალციხეში ვიზიტისას პაატა იმნაძემ.

აცრის კაბინეტები პაატა იმნაძეს ბესიკ ბურჯალიანმა დაათვალიერებინა. ახალციხის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი აცხადებს, რომ რეგიონში ფაიზერით აცრის მსურველი გაცილებით მეტია, ვიდრე დანარჩენ ვაქცინებზე.

ბესო ბურჯალიანის თქმით, ვაქცინაციის პროცესი დატრენინგებულ თერაპევტებს აქვთ დავალებული. 
| Print |