ჯანდაცვა
ახალციხეში სატყეო სამსახურის თანამშრომლები საჯაროდ აიცრნენ
ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლები COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით საჯაროდ აიცრნენ. კლინიკაში იმუნიზაცია სატყეო სამსახურის 22-მა თანამშრომელმა, „სინოფარმით“ და „ფაიზერით“ ჩაიტარეს.

საჯაროდ აცრის მიზანი ვაქცინაციის პოპულარიზაცია და იმუნიზაციის მსურველთა რაოდენობის გაზრდა იყო.

აცრის პროცესს აკვირდებოდა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი.

„საჯარო სამსახურში დასაქმებულმა ადამიანებმა მაგალითი უნდა მისცენ ჩვენს მოქალაქეებს, რომ გაუფრთხილდნენ ერთმანეთს და აუცილებლად მიიღონ იმუნიზაციის პროცესში მონაწილეობა“, - აღნიშნა ბესიკ ამირანაშვილმა.

მისი ინფორმაციით, ვაქცინაციის პროცესი ახლო მომავალში სოფლის ამბულატორიებში დაიწყება. ბესიკ ამირანაშვილი იმედოვნებს, რომ იმუნიზაციის კაბინეტების რაოდენობის გაზრდასთან ერთად, მოიმატებს რეგიონში ვაქცინირებულთა რაოდენობა.

| Print |