ჯანდაცვა
ვალეში ვაქცინაციის კაბინეტი გაიხსნა
ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეს ჯანმრთელობის სახლში COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით იმუნიზაცია დაიწყო. დღეს, 19 აგვისტოს 30-მდე ადგილობრივი, ჩინური „სინოფარმით“ აიცრა.

ვალეში ვაქცინის გაკეთება წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი. იმუნიზაციის პირველ დღეს ვაქცინაცია პრემიერ-მინისტრის მიერ შექმნილმა, თავდაცვის ძალების მობილურმა ჯგუფებმა განახორციელეს. მომდევნო დღეებში კი ვაქცინაციას ადგილობრივი მედპერსონალი ჩაატარებს.

იმუნიზაციის პროცესს აკვირდებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში და ახალციხის მერიის პირველი პირები.


| Print |