ჯანდაცვა
მასწავლებელთა 40%-მდე უკვე აცრილია - განათლების მინისტრის მოადგილე
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილის ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით მასწავლებელთა 40%-მდე უკვე აცრილია.

მცხეთის მუნიციპალიტეტში სკოლის წარმომადგენელთა იმუნიზაციისთვის გამოყოფილი სპეციალური სივრცე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ დაათვალიერა.

დგებუაძის თქმით, ვაქცინაციის პროცესი გრძელდება და უახლოეს პერიოდში ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

„იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალურად გამარტივების მიზნით, განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში დამატებით გამოყოფილია ამცრელი კაბინეტები და ამცრელი ჯგუფები. ცენტრებში სასურველი ვაქცინით აცრის გაკეთება წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი"- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
| Print |