ჯანდაცვა
ოთხი დაშავებული მრავლობითი მოტეხილობებით - მძიმე პაციენტს ოპერაცია უტარდება
მამაკაცი, რომლის მდგომარეობაც წყორძაში, ავარიის დროს დაშავებულებიდან ყველაზე მძიმეა, ოპერაციაზეა შეყვანილი. მას ნეკნების მოტეხილობა აქვს. „ევექსის“ პრესსამსახურში გვითხრეს, რომ პაციენტის თბილისში გადაყვანა სურდათ, თუმცა მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე მისი ტრანსპორტირება სარისკოა. ოთხივე პაციენტი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული.

„ერთი პირი, რომელიც ყველაზე მძიმეა, ახლა საოპერაციოდაა შეყვანილი. მეორე მამაკაცს თავის დაზიანება აქვს, მაგრამ საგანგაშო არაფერია. მესამე მამაკაცს კიდურების და მალის მოტეხილობები აქვს, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია, მეოთხე პირსაც მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“.

22 აგვისტოს, ახალციხის სოფელ წყორძაში, ხევში სატვირთო ავტომანქანა გადავარდა. გვიან ღამით მომხდარი ავარიის დროს ორი ადამიანი გარდაიცვალა, ოთხი კი დაშავდა.

| Print |