ჯანდაცვა
საქართველოში მოზრდილი მოსახლეობის 15.9% სრულად ვაქცინირებულია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 4 სექტემბრის მონაცემებით, სულ 1 285 742 აცრა ჩატარდა.

მათივე ინფორმაციით, 1 დოზით ვაქცინირებულია 831 256 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 29.1%, სრულად ვაქცინირებულია 454 486 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 15.9%.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 25 670 ადამიანი აიცრა.
| Print |