ჯანდაცვა
ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლები იმუნიზაციის პროცესში ჩაერთნენ
ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების თანამშრომლებს ვაქცინაცია ახალციხის რეფერალურ კლინიკაში ჩაუტარდათ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს სასკოლო საზოგადოებას, დროულად ჩაიტარონ ვაქცინაცია, გაუფრთხილდნენ საკუთარ და ერთმანეთის ჯანმრთელობას. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო პროცესი ბუნებრივ გარემოში – საკლასო ოთახებში უსაფრთხო გარემოში წარიმართოს.
იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალურად გამარტივების მიზნით, განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში დამატებით გამოყოფილია ამცრელი კაბინეტები, სადაც სასურველი ვაქცინით აცრის გაკეთება წინასწარი რეგისტრაციის გარეშე არის შესაძლებელი.
| Print |