ჯანდაცვა
იმედია პანდემია დასრულდება გაზაფხულისთვის - ენტონი ფაუჩი
ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი ინფექციონისტის ანტონი ფაუჩის განცხადებით, ,,იმედია პანდემია დასრულდება გაზაფხულისთვის, მაგრამ დელტა ვარიანტის შემდეგ "არანაირი გარანტია" არ არსებობს"- ამის შესახებ მან "ტელეგრაფთან" ინტერვიუში განაცხადა.

ფაუჩის თქმით, სამი დოზა განიხილება, როგორც აუცილებელი Covid-19– ის წინააღმდეგ სრულად ვაქცინაციისთვის".

,,მე ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში, როდესაც ჩვენ გადავხედავთ ყველაფერს, სწორი რეჟიმი იქნება მესამე დოზა", - აღნიშნა მან.

რაც შეეხება ბავშვებს ენტონი ფაუჩის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, დასჭირდება თუ არა ბავშვებს მესამე დოზა.

,,ჩვენ ეს არ ვიცით. მე ვფიქრობ, რომ ჯერ ადრეა ამ გადაწყვეტილების მიღება", - განაცხადა ფაუჩიმ.

რაც შეეხება იმას თუ, როდის დასრულდება პანდემია. ფაუჩის თქმით, ის იმედოვნებს, რომ პანდემია მომავალი წლის გაზაფხულზე დასრულდება, მაგრამ დასძენს:

,,ეს არის მხოლოდ იმედი, ეს არის მისწრაფება, მოხდება თუ არა, ვნახოთ".
| Print |