ჯანდაცვა
ამ ეტაპზე არ ვსაუბრობთ იძულებით აცრაზე - ეკატერინე ტიკარაძე
ამ ეტაპზე ჩვენ არ ვსაუბრობთ იძულებით აცრაზე, ვინაიდან დარწმუნებული ვართ, ჩვენი მოქალაქეები საკმაოდ გონიერები არიან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განუცხადა.

მისი თქმით, 60 წელს ზემოთ მყოფი მოსახლეობისთვის აცრა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„აცრის იმ მაჩვენებლებით, რომელიც დღეს გვაქვს, კმაყოფილი ნამდვილად ვერ ვიქნებით. მნიშვნელოვანია 60 წელს ზემოთ მყოფი მოსახლეობის აცრა იმისთვის, რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს ეკონომიკური აქტივობა, არ გადაიტვირთოს ჰოსპიტალური სექტორი, რეანიმაციული საწოლები და არ გვქონდეს მაღალი ლეტალობის მაჩვენებელი.

ამ ეტაპზე ჩვენ არ ვსაუბრობთ იძულებით აცრაზე, ვინაიდან დარწმუნებული ვართ, ჩვენი მოქალაქეები საკმაოდ გონიერები არიან. ზრუნავენ საკუთარ თავსა და ნათესავებზე და იმ საინფორმაციო არხებით, რომლებიც სამინისტროს აქვს მობილიზებული, ჩვენ შევძლებთ დავარწმუნოთ მოქალაქეები, აცრაზე გადაწყვეტილება თავიანთ სასიკეთოდ მიიღონ“
, - განაცხადა ტიკარაძემ.

| Print |