ჯანდაცვა
რა უნდა ვიცოდეთ ტვინდემიის შესახებ
ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე, მეცნიერები მსოფლიოს ახალი საფრთხის შესახებ აფრთხილებენ. თუ ინფექციის მომდევნო, რიგით მეოთხე გლობალური ტალღა (და ეს თითქმის გარდაუვალია) ჩვეულებრივი გაციების ან გრიპის სეზონს გადაფარავს, ამან შეიძლება ჯანდაცვის სფეროს მთელი პლანეტის მასშტაბით პრობლემა შეუქმნას და ათობით ან თუნდაც ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს. რამდენად სავარაუდოა ასეთი "ორმაგი დარტყმა" ან როგორც მას დასავლეთში უწოდებენ - „ტვინდემია“ (ინგლისური სიტყვიდან "twins" - ტყუპები) და რისი გაკეთება შეგვიძლია, რომ თავი დავუცვათ? ამ კითხვებზე პასუხები BBC-მ მოიძია.

მართალია თუ არა, რომ მოსალონდელი ქარიშხლის წინ სიმშვიდემ დაისადგურა?

ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გაციების სეზონი, როგორც წესი, ცივი ამინდის დაწყებით იხსნება და თითქმის ექვს თვეს - დაახლოებით, მარტის შუა რიცხვებამდე გრძელდება. ამ მხრივ, გასული 2020 წელი დიდი გამონაკლისი აღმოჩნდა: სკოლების აბსოლუტური უმრავლესობა დახურული იყო, ზრდასრული მოსახლეობაც ძირითადად სახლის პირობებში რჩებოდა. ასე რომ, გაციებისა და გრიპის გადამტანიც არავინ იყო. მაგალითად, აშშ-ში, სადაც გრიპის ვირუსი ყოველწლიურად კლავს 20-დან 60 ათასამდე ადამიანს (რომელთაგან, სულ მცირე, 200 ბავშვია), გასულ სეზონზე აღნიშნული მიზეზით მხოლოდ ერთი ბავშვი გარდაიცვალა. საერთო ჯამში, სექტემბრიდან მარტის ჩათვლით, მთელ 330-მილიონიან ქვეყანაში გრიპით სულ რაღაც 1500 ადამიანი დაავადდა.

ამ შემოდგომაზე სიტუაცია ფუნდამენტურად განსხვავებულია. განვითარებულ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი Covid-19– ის წინააღმდეგ უკვე აიცრა, ხელისუფლება შემზღუდველ ზომებს თანდათან აუქმებს. ბავშვები სკოლებში ბრუნდებიან, უფროსები კი - ოფისებსა და რესტორნებში. შესაბამისად, გასაკვირი არც არის, რომ გაციების შემთხვევების სტატისტიკაც გაიზარდა.

ამის პარალელურად, მსოფლიო კორონავირუსის პანდემიის ახალი ტალღისთვის ემზადება. ,,ჩვენ ერთდროულად ორი რესპირატორული ვირუსის ეპიდემიის საფრთხის წინაშე ვდგავართ. ამის შედეგად, ჯანდაცვის სისტემა გადაიტვირთება და პაციენტთა ნაკადს ვეღარ გაუმკლავდება“, - გვაფრთხილებს ჰარვარდის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორი, დანიელ სოლომონი. ამ პროგნოზს ექსპერტ-ეპიდემიოლოგების უმეტესობა ეთანხმება. მათი განმარტებით, ცხოვრების ძველ რიტმთან დაბრუნებას ჩვეული ინფექციების დაბრუნებაც აუცილებლად მოჰყვება.

უბედურება არასდროს მოდის მარტო

,,რასაკვირველია, წინასწარ ვერაფერში იქნები დარწმუნებული, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ ზამთარში ჩვენ გვექნება გრიპისა და HRSV ვირუსის (რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსი) შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა, რომელიც ქვედა სასუნთქ გზებზე ზემოქმედებს", - აცხადებს ბრისტოლის უნივერსიტეტის ფიჭური და მოლეკულური მედიცინის სკოლის ვირუსოლოგიის პროფესორი, დევიდ მეთიუსი. ეს იმას ნიშნავს, რომ დღე-დღეზე დაბრუნდება ორი ვირუსი, რომლებიც წინა ზამთარში (შემზღუდველი ზომებით) იყო ჩახშობილი.

მათ, ვისაც სეზონური გრიპის არ ეშინია და შედარებით უსაფრთხო დაავადებად მიიჩნევს, პროფესორი მეთიუსი სტატისტიკას ახსენებს. სწორედ ამ „უვნებელი“ ვირუსით (და მასთან დაკავშირებული გართულებებით) ყოველწლიურად დაახლოებით 650 ათასი ადამიანი იღუპება. ასე რომ, მისი თქმით, ამ ორი ინფექციის სათანადოდ ვერ ან არ შეფასება, ყოვლად დაუშვებელია.

განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან ქრონიკული დაავადებების მქონე ხანდაზმული ადამიანები (პანდემიის ფონზე კი ისინი ორმაგად დაუცველები არიან) და ბავშვები, რომელთაც იმუნიტეტი ჯერ არ გამყარებიათ. კორონავირუსისგან განსხვავებით, რომელიც მცირე ასაკში შედარებით მარტივად გადააქვთ, პატარებს გაცილებით მაღალი შანსი აქვთ, რომ სეზონური გრიპით სერიოზულად დაავადდნენ და საავადმყოფოში მოხვდნენ. ,,გრიპის ვირუსის მქონე ბავშვები რომ რეანიმაციულ განყოფილებებში ხვდებიან, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა“, - ამბობს დევიდ მეთიუსი.

„რა თქმა უნდა, ახალგაზრდა და ჯანმრთელი ადამიანებისთვის გრიპი უბრალოდ უსიამოვნო მდგომარეობაა: კარგი რა, ვის არ ჰქონია გრიპი?! თუმცა ჩვენ ისიც ვიცით, რომ სეზონური ვირუსი ყოველწლიურად ათობით და ასობით ათას ადამიანს კლავს, მათ შორის- მოხუცებსა და ჩვილებს. შესაბამისად, ძალიან გაგვიმართლა, რომ გრიპის საწინააღმდეგოდ აცრა შეგვიძლია. თუმცა რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსის შემთხვევაში ეს ასე არ არის. არა და, ვაქცინის შემუშავების პროცესი უკვე რამდენიმე ათწლეულია გრძელდება“, - დასძენს ვირუსოლოგიის პროფესორი.

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ინფექციურ დაავადებათა ეპიდემიოლოგიის პროფესორი და ბრიტანეთის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, ენ ჯონსონი სხვა პოტენციურ საფრთხეზეც საუბრობს. როგორც ცნობილია, წლიდან წლამდე გრიპი მნიშვნელოვან მუტაციას განიცდის. ზოგჯერ - დაახლოებით 10 წელიწადში ერთხელ - ეს ახალი, უფრო საშიში შტამის გაჩენას იწვევს. მაგალითად, ასე მოხდა 2009 წელს, როდესაც მექსიკაში დაწყებული ღორის გრიპის ეპიდემია გლობალურ მასშტაბებში გადაიზარდა.


ენ ჯონსონის განმარტებით, კარგი ამბავი ის არის, რომ ახალი ლოქდაუნი საჭირო აღარ იქნება. გრიპის წინააღმდეგ საბრძოლველად ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი ზომებია იდეალური: ნიღბების ტარება, ხელების რეგულარული და საფუძვლიანი დაბანა, სოციალური დისტანციის დაცვა და რაც მთავარია, ვაქცინაცია. პროფესორი მეთიუსი კი დარწმუნებულია, რომ წელს გრიპის საწინააღმდეგოდ აცრა კარგი და აუცილებელია მათთვისაც, ვისაც ეს აქამდე არასდროს გაუკეთებია, რათა მაქსიმალურად დაიცვან არა მხოლოდ საკუთარი თავი, არამედ - გარშემომყოფებიც.

კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის ფონზე, მეცნიერებმა სპეციალური კვლევაც კი ჩაატარეს იმის გასარკვევად, შესაძლებელია თუ არა ორივე აცრა ზედიზედ მოკლე ინტერვალებით და რომელი შუალედია ოპტიმალური. პასუხი ცალსახაა - შეგიძლიათ ერთ დღეშიც კი გაიკეთოთ. „რასაკვირველია, არცერთ ვაქცინას არ შეუძლია დაავადებისგან გარანტირებული და სრული დაცვა უზრუნველყოს. თუმცა ეს საავადმყოფოში მოხვედრისგან აუცილებლად დაგიცავთ. ასე რომ, დაცვის ყველაზე ეფექტიანი მეთოდის იგნორირება, ნებისმიერ შემთხვევაში, დაუშვებელია“, - აცხადებს პროფესორი მეთეუსი.

თავად აცრას კი მეცნიერი მანქანაში ღვედის გაკეთებას ადარებს. ,,როდესაც მანქანაში სხდებით და უსაფრთხოების ღვედს იკეთებთ, ამას იმიტომ ხომ არ ჩადიხართ, რომ ავარიაში მოხვედრას აპირებთ? და არც იმიტომ, რომ ღვედი გარანტიას გაძლევთ, თითქოს უბედურ შემთხვევას აუცილებლად გადაურჩებით ან სერიოზულად არ დაშავდებით. თქვენ ღვედს იკეთებთ იმიტომ, რომ თუ მოულოდნელად ავარიაში მოჰყევით, უსაფრთხოების ქამარი წარმატებული შედეგის ალბათობას ზრდის“, - დასძენს მეცნიერი.
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 20 °C
img
ახალქალაქი 16 °C
img
ასპინძა 23 °C
img
ადიგენი 18 °C
img
ბორჯომი 20 °C
img
თბილისი 30 °C
img
აბასთუმანი 16 °C
img
ბაკურიანი 13 °C
img
ნინოწმინდა 16 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.7924
EUR
EUR
1
2.8532
RUB
RUB
100
2.8408
TRY
TRY
1
0.0822
USD
USD
1
2.6728
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetparkbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibomDeneme BonusuBets10 GirişcasibomcasibomEntrümpelung firmacasibommedyamuhabiri.combetturkey hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum casibom marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom casibom girişcasibomyouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbettingkalebet7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetBettiltsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqos1xbetbetparksuperbetinvozol 12000timeisworth.comCasibom GirişvbetSahabetaviatorbetebet girişvegasslot girişcasibomcasibomhttps://www.iaimu.ac.id/wp-content/js/marsbahisbetkanyonimajbetdinamobetmatbetjojobetkralbetholiganbetssekabetonwinbetebetsahabetmatadorbetgrandpashabetnakitbahiscratosslotpiabellacasinomeritkingbahsegeldumanbetdumanbetmarsbahisparibahisdinamobetcasibommatadorbetjojobetgalabetnakitbahismeritkingimajbetjojobetjojobetmatbetdinamobetcasibommobiljojobetimajbetgalabetmatbetonwinpiabellacasinoholiganbetcasibomtrend topic satın almavibetcasibomBetofficePusulabetvbetFestwin Girişmostbetbetmoongalabethiltonbetparibahisbetturkeybetnanomavibetgoldenbahiselektronik sigarasigara shopbetkanyon girişbahsegeltümbetbetwoonvevobahisbetparksuperbetinvbetvbetgoldenbahisbetturkeybetturkeybetcupbetcupcasibom giriş twitterbahigobahigobetnanoasyabahismavibetjojobetlunabetcasibomjojobetgrandpashamobilbahisbaywininstagram close accountinstagram close accountsekabet