ჯანდაცვა
სამცხე-ჯავახეთში, ერთ დღეში მხოლოდ 10 პირი აიცრა
სამცხე-ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტში, 10 ოქტომბერს მხოლოდ 10 აცრა ჩატარდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გუშინ საქართველოს მასშტაბით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, 3 442 ადამიანი აიცრა. 

ქვეყანაში სულ ჩატარებულია 1 874 845 აცრა, 1 დოზით ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 35.2 %, ხოლო სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 30.6 %.
| Print |