ჯანდაცვა
"სამწუხაროდ, კორონავირუსის ძირითადი მატება მცირე ასაკის ბავშვებშია" - სპეციალისტები ვითარებას საგანგაშოს უწოდებენ
გაუარესებული ეპიდვითარების ფონზე, მიმართვიანობა​ კოვიდკლინიკებში ისევ გაიზარდა. განსაკუთრებით მომატებულია ბაღისა და მცირე ასაკის ბავშვების კოვიდით ინფიცირება და პედიატრიული პაციენტების რაოდენობა საავადმყოფოებში.

"სამწუხაროდ ძირითადი მატება არის მცირე ასაკის ბავშვებში, ბაღის და კიდევ უფრო მცირე ასაკის კონტიგენტში. პაციენტების მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის, ამ ეტაპზე ინტენსიური და რეანიმაციული განყოფილება სრულად არის დატვირთული, სადაც 27 პაციენტი მკურნალობს, დღევანდელი მდგომარეობით მათგან არცერთი არ იმყოფება აპარატულ მხარდაჭერაზე.

მიუხედავად იმისა, რო კლინიკა სრულად დატვირთულია, მხოლოდ 4 მშობელია, რომელიც სრულად ვაქცინირებულია, ძირითადი გადადება მოხდა საყოფაცხოვრებო კონტაქტისგან,"
- განმარტავს ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის დირექტორი დავით რეხვიაშვილი.

შეგახსენებთ, დღეს კორონავირუსის 3270 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ვირუსით 26 პაციენტი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში კი ქვეყანაში მხოლოდ 3 843 აცრა ჩატარდა.
| Print |