ჯანდაცვა
ახალციხეში ავარიის შედეგად ერთი პირი დაშავდა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალციხე-ბორჯომის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ აგარასთან. თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა, რომელიც ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი.

ამ წუთებში მას გამოკვლევები უტარდება, ჯერჯერობით ექიმებისთვისაც უცნობია, რა სიმძიმის დაზიანებები აქვს პაციენტს.

"ჩვენთან შემოიყვანეს ერთი პირი, დეტალები არ ვიცით, ექიმებს კვლევაზე ჰყავთ შეყვანილი. როცა გასინჯავენ, გამოიკვლევენ და დააკვირდებიან, დეტალები მერე გვეცოდინება", - გვითხრა კლინიკის მენეჯერმა სოფიო მორგოშიამ.

რომელი მუხლით იძიებს მომხდარს შსს- უწყებისგან ინფორმაციას ჯერ კიდევ ველით.
| Print |