ჯანდაცვა
რამდენი ადამიანი აიცრა საქართველოში
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 4681-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 1 911 877 აცრა გაკეთდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 662 334 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 612 481, გარდაიცვალა 9 468 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორო4 681ნავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.
| Print |