ჯანდაცვა
სომხურ მოსახლეობას ვაქცინაციის შესახებ მომზადებული ბროშურები დაურიგეს
ახალციხეში, ნინოწმინდასა და ახალქალაქში, ეთნიკურად სომეხ მოსახლეობას კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ქართულ-სომხურ ენებზე მომზადებული ბროშურები დაურიგეს.

იმუნიზაციის შესახებ ინფორმაცია სოფელ წყრუთის მოსახლეობას სამხარეო ადმინისტრაციის და ახალციხის მერიის წარმომადგენლებმა მიაწოდეს.

მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეების ამცრელ პუნქტებამდე ტრანსპორტირებას, თავად მოახდენენ.

| Print |