ჯანდაცვა
ახალციხეში კორონავირუსთან ბრძოლაში დაღუპული ექიმების მემორიალი გაიხსნა
"ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში" კოვიდ 19-თან ბრძოლაში დაღუპული პერსონალის ხსოვნის პატივსაცემად მემორიალი გაიხსნა. 

გარდაცვლილ პერსონალს კომპანიამ „სიცოცხლის ელჩის“ ორდენი მიანიჭა, რომელიც დაღუპულ თანამშრომელთა ოჯახების წევრებს გადაეცათ. 

"ევექსი ჰოსპიტლები" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ფასდაუდებელი დანაკარგის გამო და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს" - წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

"ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში" კორონავირუსს ოთხი ექიმი ემსხვერპლა - სონიკ გელიაზაროვი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, თამაზ კაჭკაჭიშვილი ნარკოლოგი, ამბროსი მოდებაძე ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი და ნინო მერაბიშვილი ფთიზიატრი.
ფოტო: ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალი
| Print |