ჯანდაცვა
ზოგი ამბობს კარტოფილი ამოსაღები მაქვს, ზოგი - ჩალა მოსატანი მაქვს და არ იცრება - ნათელა ხითარიშვილი
ვაქცინაციაზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ვაქცინაციის მარათონი დაიწყო.

მარათონის ფარგლებში, „ფაიზერის“, „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინებით, ქალაქ ვალისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას „ევექსის - ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალის” მედიკოსები ცრიან.

დღეს, ვაქცინაციის მიმდინარეობის პროცესს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ. მხარის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი რეგიონში ვაქცინაციის დაბალ მაჩნებელზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ,,ასე გაგრძელების შემთხვევაში საწოლფონდის მიმართულებით პრობლემა შეგვექმნება".

ვალის „ჯანმრთელობის სახლში“ ვაქცინაცია 18 ოქტომბერს დაიწყო და 27 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.
| Print |