ჯანდაცვა
იმედი არავის ჰქონდეს, რომ კორონას გადაურჩება, ყველას იპოვის – პაატა იმნაძე
,,რისკი ზაფხულშიც კი ძალიან მაღალია, აგვისტოში დავრწმუნდით ხომ, ამაში? და წარმოიდგინეთ ზამთარში ეს რისკები როგორ იზრდება, როცა უმრავლესობა ჩაკეტილია, ჩაკეტილი სივრცეები ბევრია და აცრები ბევრად არ მომატებულა ზაფხულის მერე…

მესამედი არ ითვლება, რომ საზოგადოება აცრილია. ამიტომ ჩვენ, ყველანაირი გათვლებით, ქვეყანაში მოსახლეობის თითქმის ნახევარი ვირუსის ამთვისებელია. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს დაავადება, ისევე როგორც წითელა და ჩუტყვავილა რომ მოედება ყველას, ვინც არ არის იმუნური, აი, ზუსტად ასე იქნება, ეს ყველას იპოვის, ვინც არ არის იმუნური, ყველას დაემართება, იმის იმედი არავის ჰქონდეს, რომ ვინმე კორონას გადაურჩება” -
აცხადებს პაატა იმნაძე.

მისივე თქმით, ქვეყანა ვერ გაჩერდება იმიტომ, რომ ვიღაცა არ იცრება.

,,ყველა გათვლებით, იმ შეზღუდვებმა, რაც იყო შარშან გაზაფხულზე, ამ ქვეყანაში, მინიმუმ, 10 000 სიცოცხლე შეინარჩუნა, ეს ყველამ უნდა იცოდეს, მაგრამ დღეს სხვა დროა, ვაქცინა არის. შეზღუდვები, რა თქმა უნდა, საჭირო გახდება იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო სექტორი ვეღარ უძლებს დატვირთვას. დღეს შეზღუდვა საჭირო არის მხოლოდ ამისთვის, რომ სამედიცინო სექტორს მიეცეს ნორმალურად მუშაობის საშუალება. დანარჩენი კი, ვაქცინა ხომ არის?! კეთილი ინებონ და ადამიანებმა აიცრან, ქვეყანა ვერ გაჩერდება იმიტომ, რომ ვიღაცა არ იცრება. ჩემი პირადი აზრია, რომ როდესაც ქვეყანაშია საკმარისი რაოდენობის ვაქცინა, არავითარ ლოკდაუნზე ლაპარაკი არ უნდა იყოს, თუ სამედიცინო სექტორი უძლებს დატვირთვას”.

განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ რუსთავი 2-ის ეთერში.
| Print |