ჯანდაცვა
მე მომხრე ვარ გამკაცრდეს რეგულაციები - ამირან გამყრელიძე
დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ახალქალაქის სოფელ „დილისკაში“იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით ახალქალაქში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება, მან მარათონის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით სულ 2 500 ადამიანი აიცრა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ კარდაკარ-ის პრინციპით სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დარწმუნება, უფრო სწრაფად მოხდება.

,,მარათონს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებისთვის, სადაც ვაქცინაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას ადამიანები მშობლიურ ენაზე იღებენ. თუ არ აიცრება მოსახლეობა, მე მომხრე ვარ, რომ გამკაცრდეს რეგულაციები აცრებთან მიმართებაში“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში, ახალქალაქში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელთან ერთად ხათუნა ზახაშვილიც ესწრებოდა.
| Print |