ჯანდაცვა
ან შევქმნით კოლექტიურ იმუნიტეტს, ან მივიღებთ ჯოგურს - ხათუნა ზახაშვილი
ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა ამირან გამყრელიძემ ახალქალაქის სოფელ დილისკაში გამართა. დღევანდელი მარათონის ფარგლებში ნინოწმინდის სოფელ განძაში ხუთი ადამიანი აიცრა, ახალქალაქის სოფელ დილისკაში კი არც ერთი. აცრის გარეშე ჩაიარა ვიზიტმა ასპინძაშიც.

,,დეზინფორმაცია ეს არ არის ქართული ფენომენი, ყველგან არის მითები, რომელიც განსხვავებულია რეალობისგან და ხშირ შემთხვევაში შეცდომაში შეჰყვათ საზოგადოება ამ მითების გავრცელებით. ალბათ არასწორად მიგვაქვს ინფორმაცია ადამიანებამდე და არასათანადო რაოდენობით" - აღნიშნა გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა. 

სამცხე-ჯავახეთში ვაქცინაციის მარათონი ხვალ, 29 ოქტომბერს ადიგენის სოფელ უდიდან დაიწყება. შემდეგ ურავლის ხეობაში გადაინაცვლებენ და რეგიონში ვიზიტი ბაკურიანში დამთავრდება.



| Print |