ჯანდაცვა
ნემსის გაკეთების მეშინია, ვაქცინის არა - სიმონ ბალახაშვილი ამირან გამყრელიძემ აცრა

 

ამირან გამყრელიძემ ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში, უდის მაცხოვრებელი 70 წლის სიმონ ბალახაშვილი სინოფარმის ვაქცინით აცრა.

"ყველას ვუსურვებ ჯანმრთელობას" - განაცხადა სიმონ ბალახაშვილმა აცრის შემდეგ.

ორ დღიანი ვიზიტის ფარგლებში ამირან გამყრელიძე 28 ოქტომბერს ნინოწმინდის სოფელ განძაში, ახალქალაქსა და ასპინძაში იმყოფებოდა.

29 ოქტომბერს კი სოფელ უდის შემდეგ ახალციხეში, სოფელ ურაველს ეწვია და ვიზიტს ბაკურიანში დაასრულებს.
| Print |