ჯანდაცვა
მეგის მოწოდებას უნდა შევუერთდეთ და უნდა ავიცრათ - ამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძემ გარდაცვლილი ექთნის მეგი ბაქრაძის შესახებ ისაუბრა.

„სამწუხაროდ სამცხე-ჯავახეთში დაბალი აქტივობის ერთ-ერთი მიზეზი, რა თქმა უნდა არის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების ფაქტი.

მე შევხვდი მეგის ოჯახს წევრებს, ეს ნამდვილად უდიდესი ტრაგედიაა. მოგეხსენებათ, რომ მედიცინაში ხდება მსგავსი შემთხვევები მილიონში ერთი და ეს ერთი სამწუხაროდ ჩვენი კოლეგა აღმოჩნდა.

ამ ფაქტმა სერიოზულად იმოქმედა, არა მხოლოდ სამცხე-ჯავახეთის, არამედ მთელი ქვეყნის აცრის მაჩვენებელზეც. ამ ტრაგედიის შემდეგ პირველი სამი კვირა სრულად ჩავარდა ვაქცინაცია.

თუმცა მეგის მოწოდებას უნდა შევუერთდეთ და უნდა ავიცრათ“
- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

28 წლის მედდა მეგი ბაქრაძე 19 მარტს, თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. მას კოვიდსაწინააღმდეგო აცრის შემდეგ, რომელიც ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ 18 მარტს ჩაუტარდა, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

29 ოქტომბერს აიცრა - 4 023

ჩატარებული აცრების რაოდენობაა - 1970 109

სრულად აცრილია - 935 726


| Print |