ჯანდაცვა
ვაქცინაციის მარათონმა მიზანს მიაღწია - ამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ვაქცინაციის მარათონმა მიზანი შეასრულა და ადგილობრივები კიდევ უფრო გაააქტიურა.

,,ახალციხის სოფლებში გაზრდილია აცრის მსურველთა რაოდენობა, ვიდრე ჯავახეთის სოფლებში. მარათონის ფარგლებში 2500 ზე მეტი ადამიანი აიცრა ამჯერად. ყოველდღიურად 100-ზე მეტი ადამიანი ემატება" -ამბობს ამირან გამყრელიძე.

დღეს ურაველის ამბულატორიაში „სინოფარმის“, „სინოვაკის“ და „ფაიზერის“ ვაქცინით 15, ხოლო უდეში 11 ადამიანი აიცრა.

სოფელ ურაველის შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში, ბაკურიანში გაემგზავრა.

| Print |