ჯანდაცვა
სომხეთში ბავშვებს 12 წლის ასაკიდან Moderna-თი აცრიან
სომხეთში ბავშვებს 12 წლის ასაკიდან, კორონავირუსის წინააღმდეგ, ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის წარმოებული Moderna-თი აცრიან.

12 წლიდან ბავშვების აცრის შემთხვევაში მშობლების ან მეურვის წერილობითი თანხმობაა საჭირო.

სომხეთში ამ დრომდე უკიდურესად დაბალია ვაქცინაციის ზოგადი მაჩვენებელი.

ხელისუფლება სიტუაციის გამოსწორებას სწორედ ვაქცინაციის პროცესის გაფართოებაში და პირბადის სავალდებულო ტარებაში ხედავს.

| Print |