ჯანდაცვა
პენსიონერები, რომლებიც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებენ, 200 ლარს მიიღებენ
პენსიონერი, რომელიც პირველ იანვრამდე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას ჩაიტარებს, ერთჯერადად, 200-ლარიან საპენსიო დანამატს მიიღებს. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია კი საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიაწოდა.

მისივე თქმით, საპენსიო დანამატი გაიცემა აცრის პირველი დოზის მიღების შემდეგ.

„დღეიდან 200-ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქცინაციას 1-ელ იანვრამდე ჩაიტარებს. დანამატი გაიცემა პირველი აცრის გაკეთების შემდეგ“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.
| Print |