ჯანდაცვა
წითელას დიდ აფეთქებას ელიან - ჯანმო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, მსოფლიოს წითელას ეპიდემია ემუქრება, ვინაიდან COVID19-ის პანდემიის გამო 2020 წელს 22 მლნ ახალშობილს აცრა არ ჩაუტარდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს 2019 წელთან შედარებით წითელას შემთხვევებმა 80%-ით იკლო, იმ ბავშვთა დიდი რაოდენობა, რომლებსაც წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ ჩაუტარდა, მათ დაუცველებს ხდის. ეს ყველაზე დიდი რაოდენობაა ბოლო 20 წლის განმავლობაში, რაც ამ დაავადების საბოლოო დამარცხების მხრივ შეიძლება პრობლემები შექმნას.

„დიდი რაოდენობით აუცრელი ბავშვი, ასევე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებებით გამოწვეული პრობლემები, არის ის ფაქტორები, რომლებიც წითელასთან დაკავშირებულ ლეტალურ შედეგების და ბავშვებში ამ დაავადების გართულების ალბათობას ზრდის“, - განაცხადა აშშ-ის იმუნიზაციის სამსახურის უფროსმა კევინ კეინმა.

წითელა ცნობილია როგორც ერთ-ერთი ყველაზე გადამდები დაავადება, უფრო მეტად ვიდრე COVID-19, ებოლა, ტუბერკულოზი ან გრიპი. განსაკუთრებით საშიში შეიძლება იყოს ჩვილებისა და მცირეწლოვანი ბავშვებისთვის, შესაძლო გართულებებს შორის პნევმონია.

"რუტინული იმუნიზაცია უნდა იყოს დაცული და გაძლიერებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი რისკი ერთი სასიკვდილო დაავადებით მეორეზე ვაჭრობა იქნება". - განაცხადა ჯანმო-ს იმუნიზაციის, ვაქცინებისა და ბიოლოგიური დეპარტამენტის დირექტორმა, დოქტორმა ქეით ო'ბრაიენმა.
| Print |