ჯანდაცვა
მსოფლიოში 7.43 მილიარდზე მეტი კოვიდვაქცინა გამოიყენეს
მსოფლიოს 184 ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 7.43 მილიარდზე მეტი დოზა გამოიყენეს. შესაბამის მონაცემებს მსოფლიოში ვაქცინაციის მიმდინარეობის თაობაზე Bloomberg-ის პლატფორმა ავრცელებს. ამავე მონაცემების თანახმად, დღეში საშუალოდ, 33.8 მილიონი ადამიანი იცრება.

Bloomberg-ის მიხედვით, ქვეყნებს შორის, ყველაზე მეტი ადამიანი ჩინეთშია ვაქცინირებული, სადაც გამოყენებული დოზების რაოდენობამ 2.36 მილიარდს გადააჭარბა. ინდოეთში გამოყენებული ვაქცინების დოზების რაოდენობა 1.1 მილიარდზე მეტია, ევროკავშირში ვაქცინების 606 მილიონზე მეტი დოზა გამოიყენეს, აშშ-ში კი 437 მილიონი.

ვაქცინების 2 დოზით ევროკავშირში მოსახლეობის 67,8 % აიცრა, აშშ-ში 58,7 %, ჩინეთში კი - 76,6%-ზე მეტი.
| Print |