ჯანდაცვა
ავსტრიაში არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის „ლოქდაუნი“ წესდება
ავსტრიაში იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარებული არ აქვთ, დღეიდან „ლოქდაუნი“ წესდება.

”ჩვენთვის ამ ნაბიჯის გადადგმა იოლი არაა, მაგრამ აუცილებელია,”
- განაცხადა ავსტრიის კანცლერმა ალექსანდრე შალენბერგმა.

„ლოქდაუნის“ ფარგლებში არავაქცინირებულ პირებს გადაადგილება ეზღუდებათ და საცხოვრებელი ადგილების დატოვების უფლება მხოლოდ განსაზღვრულ შემთხვევებში აქვთ, მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოზე ან პირველადი საჭიროების პროდუქციის შესაძენად მიდიან.

ავსტრიაში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის დაახლოებით 65%, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის.
| Print |