ჯანდაცვა
ევროკავშირმა საქართველოს კოვიდ-პასპორტები აღიარა
ევროკომისიამ საქართველოს კოვიდ-პასპორტების აღიარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისი დოკუმენტი კომისიის ვებ-გვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების სერტიფიკატს, შეძლებენ ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილებას.

საქართველოს მიერ გაცემული კოვიდ-სერტიფიკატი ვაქცინაციის, ტესტებისა და კოვიდისგან გამოჯანმრთელების შესახებ აღიარებულია ევროკავშირის მიერ და გათანაბრებულია ევროკავშირის შესაბამისი რეგულაციით გაცემულ სერტიფიკატებთან, რომლის მიზანიცაა ადამიანთა თავისუფალი გადაადგილების ხელშეწყობა ევროკავშირის ტერიტორიაზე. ევროკომისიის გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და ასევე, ასკვნის, რომ საქართველო უერთდება ევროკავშირის ციფრული კოვიდ-სერტიფიკატის სისტემას.

ევროკომისიამ საქართველოსთან ერთად მოლდოვას, სერბეთის და ახალი ზელანდიის კოვიდ-პასპორტებიც აღიარა.
| Print |