ჯანდაცვა
საველე ჰოსპიტლის გახსნა სამწუხაროდ, რეალურია - ივანე ჩხაიძე
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, საველე ჰოსპიტლების ამოქმედების საჭიროებაზე ისაუბრა. ივანე ჩხაიძეს თქმით, თუ ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა არ შემცირდა, ქვეყანას კიდევ ერთხელ მოუწევს საველე ჰოსპიტლების გახსნა. 

„ამ ეტაპზე სტაციონარული საწოლების რესურსი საკმარისია ამ შემთხვევების მართვისთვის. ყველა ის ადამიანი ვისაც სჭირდება დახმარება იღებს მას შესაბამის პირობებში. მაგრამ რისკი იმისი, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს იმ მდგომარეობას, რაც გვქონდა აგვისტოს ბოლოს, აგვისტოს ბოლოს დაგვჭირდა საველე ჰოსპიტლების გახსნა არსებობს. თუ მომდევნო დღეების განმავლობაში არ შემცირდა ინფიცირების მაჩვენებელი, ალბათობა იმისა, რომ ქვეყანას დასჭირდეს საველე ჰოსპიტლის გახსნა სამწუხაროდ არის რეალური. შეიძლება, საქართველო ისევ დარჩეს საკმარისი რაოდენობის ჰოსპიტალური საწოლების გარეშე“, - აღნიშნავს ჩხაიძე.

| Print |