ჯანდაცვა
ძალიან გვაწუხებს სამცხე-ჯავახეთი - პაატა იმნაძე
,,მიხარია, როცა ვხედავ აცრის რიგში უფროსი ასაკის ადამიანებს, რა თქმა უნდა ამაში სახელმწიფოს გადაწყვეტილებამაც დიდი როლი ითამაშა, სოციალური დახმარება, წახალისება მათთვის, ვინც პირველად აიცრება, მაგრამ მთავარია პროცესი დაიწყო" - განაცხადა დაავადებათა ეროვნული კონტროლის სამსახურის უფროსის მოადგილემ ახალქალაქში. 

პაატა იმნაძის თქმით, კოვიდ19 ჩუტყვავილას გაუსწორდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსი ყველა აუცრელს შეხვდება.

,,ძალიან გვაწუხებს სამცხე-ჯავახეთი, ძალიან გვაწუხებს ქვემო ქართლი, სადაც ძალიან დაბალია მოცვა. გუშინ იქ ვიყავი, დღეს აქ ვარ.. მთავარია ეს პროცესი ამ ორ რეგიონშიც დაიწყოს. საქართველოში იცრებიან სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც, რომლებიც ქვეყანაში მუდმივად ცხოვრობენ.

კორონა ისეთი ვერაგი დაავადებაა, რომ მონახავს ყველა აუცრელს. ადრე გრიპივით ვრცელდებოდა, ყველას არ ემართებოდა, მას შემდეგ რაც ახალი შტამები წამოვიდა, დელტა შტამი მითუმეტეს, მისი გადამდებლობა ჩუტყვავილას გაუსწორდა.

ყველას მონახავს ვინც აუცრელია, ვისაც იმუნიტეტი არ აქვს, გადატანილი თუ არ აქვს ახლო წარსულში ან აცრილი არ არის. ყველა უნდა აიცრას, რომ ყოველდღიურად არ ვკარგავდეთ ამ პატარა ქვეყანაში"
- აღნიშნა პაატა იმნაძემ.

| Print |