ჯანდაცვა
რამდენი 500 ადამიანიც აიცრება, იმდენი ერთი სიცოცხლის გადარჩენას შევძლებთ - პაატა იმნაძე
წამახალისებელი კამპანიის მიმდინარეობისას, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. იმნაძემ აღნიშნა, რომ განსაკუთრებით საყურადღებო ასაკოვანი მოსახლეობის ჯანმრთელობაა. პანდემიის დასრულების ერთადერთ პირობად კი, კვლავ ვაქცინაცია დაასახელა.

,,ჯერჯერობით მეოთხე ტალღა გრძელდება, იმიტომ, რომ დაავადებულთა რიცხვი არ იკლებს. ინფიცირების მაჩვენებელი 6 000 - დან 4 000 -მდე ჩამოვიდა და გაჩერებულია 4 000 -ზე. სამწუხაროდ კიდევ დიდხანს გაგრძელდება, სანამ არ ავიცრებით.

ერთადერთი გამოსავალი მასობრივი ვაქცინაციაა ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლის გადასარჩენად. განსაკუთრებით საყურადღებოა უფროსი თაობა. რამდენი 500 ადამიანიც აიცრება, იმდენი ერთი სიცოცხლის გადარჩენას შევძლებთ" - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ.

| Print |