ჯანდაცვა
სამცხე-ჯავახეთში ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა მცირედით გაიზარდა
60 წელს გადაცილებული პირებისთვის აცრის სანაცვლოდ 200 ლარის შეთავაზებისა და „მწვანე პასპორტების“ ამოქმედების დაანონსების შემდეგ, სამცხე-ჯავახეთში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების მსურველთა რაოდენობა მცირედით გაიზარდა.

ახალქალაქის კლინიკის დირექტორის თქმით, თუ გასულ თვეს დღეში 20-30 მოქალაქე იცრებოდა, ახლა იმუნიზაციის მსურველთა რაოდენობა 50-მდეა. ალექსანდრე თოროიანის თქმით, ვაქცინაციის პროცესის დაწყების შემდეგ, ვაქცინის გასაკეთებლად კლინიკაში პენსიონერები პირველად მივიდნენ.

მატება მცირედით შეიმჩნევა ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, სადაც მსურველს ყველა ავტორიზებული ვაქცინის გაკეთება შეუძლია. მენეჯერი სოფო მორგოშია ამბობს, რომ დღეში 60-მდე პაციენტი იცრება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში ერთ დღეში საშუალოდ, 200 აცრა ტარდება.


| Print |