ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო თავისუფალი ადგილები აღარ არის - მზია კაკოშვილი
00:00 / 13.12.2021
სამცხე-ჯავახეთის კოვიდ კლინიკებში, გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო თავისუფალი ადგილები აღარ არის, არც რეანიმაციაში და არც ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში. კლინიკა „იმედის“ კლინიკური მენეჯერის თქმით, კოვიდის ახალი შემთხვევები წინა შემთხვევბთან შედარებით უფრო მძიმედ და უპროგნოზოდ მიმდინარეობს, განსხვავებით ვაქცინირებული პაციენტებისა. ,,ინფიცირების შემთხვევაში პაციენტის მდგომარეობა არ მძიმდება" - აცხადებს მზის კაკოშვილი.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 777 პირი ემსხვერპლა.