ჯანდაცვა
სოფელ უდეში დაჭრილი მამაკაცი თბილისში გადაიყვანეს
24 წლის ბიჭი, რომელიც სოფელ უდეში ცივი იარაღით დაჭრეს, თბილისში გადაიყვანეს. პაციენტი კავკასიის მედიცინის ცენტრის გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მედიკამენტოზურ კომაში ამყოფებენ. მკურნალი ექიმების თქმით, ტომოგრაფიაზე სიცოცხლისთვის შეუთავსებელი მდგომარეობა არ გამოვლენილა.

მანამდე კი სოფელ არლის მკვიდრს პირველადი დახმარება და გადაუდებელი ოპერაცია ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გვიან ღამით ჩაუტარდა.

ადიგენის სოფელ უდეში ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით 18 დეკემბერს დაჭრეს. ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, 24 წლის ბიჭს გულ-მკერდის არეში შემავალი ჭრილობა დანით მიაყენეს. რა გახდა კონფლიქტის მიზეზი, ამაზე დაჭრილის ნათესავები ჯერ ვერ საუბრობენ.

შსს-მ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
| Print |