ჯანდაცვა
ბუსტერდოზის გაკეთების ვადები შემცირდა
ბუსტერდოზის გაკეთების ვადა ნებისმიერი ვაქცინის შემთხვევაში სამ თვემდე მცირდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ორშაბათიდან უკვე შესაძლებელი იქნება, რომ მეორე დოზის შემდეგ მოსახლეობამ ბუსტერდოზა გაიკეთოს.

„დღეს საბჭომ გაუწია რეკომენდაცია ბუსტერ დოზის ჩატარების შესაძლებლობას უკვე მესამე თვიდან ყველა ვაქცინისთვის. პროცესი შესაძლებელია, რომ ძალიან მალე აქტიურად დაიწყოს. გადაწყვეტილება ხვალ აისახება მინისტრის ბრძანებაში და ორშაბათიდან უკვე შესაძლებელი იქნება, რომ მეორე დოზის შემდეგ მოსახლეობამ ბუსტერდოზა გაიკეთოს “, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
| Print |