ჯანდაცვა
ერთ დღეში, სამცხე-ჯავახეთში 333 პირი აიცრა
ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საქართველოში 11 808 ადამიანი აიცრა, აქედან 333 აცრა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ჩატარდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, 25 დეკემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 454 879 აცრა.

ერთი დოზით ვაქცინირებულია 1 273 858 ადამიანი, მოსახლეობის 44.3%.

სრულად ვაქცინირებულია 1 118 799 ადამიანი, მოსახლეობის 39.0%. „ბუსტერ დოზა“ გაკეთებული აქვს 61 091 ადამიანს.
| Print |