ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 7 191 ადამიანი აიცრა
ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 7 191 ადამიანი აიცრა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 5 ინვარის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 528 030 აცრა.
სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 292 888 ადამიანი - 18 წელს ზევით ასაკის მოსახლეობის 45.0%.
სრულად ვაქცინირებულია 1 156 606 ადამიანი - 18 წელს ზევით ასაკის მოსახლეობის 40.3%.
„ბუსტერი“ გაკეთებული აქვს 77 125 ადამიანს.