ჯანდაცვა
ქვეყანაში ინფიცირების ე.წ. აღმავალი ტალღა იწყება - გამყრელიძე
ქვეყანაში უფრო ინტენსიურად ცირკულირებს ვირუსი, ვიდრე ეს დეკემბრის მეორე ნახევარში იყო, იწყება ე.წ. აღმავალი ტალღა ინფიცირების, რომელიც დიდი ალბათობით, გამოწვეულია სწორედ ახალი შტამით, „ომიკრონით“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.

ამირან გამყრელიძე მოუწოდებს საზოგადოებას, რომ აიცრან, დაიცვან წესები და რეგულაციები, რათა ამით გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს, ქვეყანას და ირგვლივ მყოფ ადამიანებს.

ძველით ახალი წლის პერიოდში, მოგეხსენებათ, ეს არის დასვენების, შეხვედრების პერიოდი, გთხოვთ, ვიყოთ მაქსიმალურად მოკრძალებული. გთხოვთ ყველას კიდევ ერთხელ, რომ ავიცრათ და დავიცვათ წესები და რეგულაციები. ეს გახლავთ პირველ რიგში პირბადის ტარება, დიდი თავშეყრის ადგილების თავის არიდება, სანიტარული წესრიგი და დისტანციის დაცვა. შედარებით მარტივად აღსასრულებელია ყველა ეს რეკომენდაცია და ამით ჩვენ ვიცავთ ჩვენ თავს და ყველას სხვას ჩვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს. ანუ ჩვენ ვიცრებით ქვეყნისთვის და ადამიანთა ჯანმრთელობისთვის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
| Print |